ავტორი:

36 წლის ქალმა მშობლები მოკლა და 5 წელი გვამებთან ერთად ცხოვრობდა - ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

36 წლის ქალმა მშობლები მოკლა და 5 წელი გვამებთან ერთად ცხოვრობდა - ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

ბრიტანეთში, 36 წლის ვირჯინია მაკკალოუმ აღიარა, რომ 2019 წელს მშობლები დახოცა. გვამები კი ხუთი წლის განმავლობაში სახლის ზედა სართულზე ჰქონდა შენახული.

დამნაშავის თქმით, 74 წლის მშობლები იმიტომ დახოცა, რომ ისინი აწუხებდნენ. ქალმა მამა ნარკოტიკებით მოწამლა, დედას კი სასიკვდილო დარტყმა მკერდში მიაყენა. ქალს პოლიციისთვის არ დაურეკავს, მათი ცხედრები სახლის ზედა სართულებზე დამალა. მაკკალოუ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მშობლების გახრწნილი სხეულების გვერდით.

როდესაც პოლიციამ გამქრალი წყვილი მოიკითხა, სახლში საფუძვლიანი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. ვირჯინიამ კითხვაზე, თუ რატომ არ ჩანდნენ მათი მშობლები, უთხრა, რომ ისინი დასასვენებლად წავიდნენ და, როგორც ჩანს, იქ ცუდად გახდნენ, რის გამოც, შვილს აღარ დაუკავშირდნენ.

2023 წელს როდესაც მოხუცების კიდევ არ გამოჩნდნენ, პირადმა ექიმმა განგაში ატეხა, მისი თქმით, პენსიონერები საეჭვოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოცხადდნენ რუტინულ გამოკვლევებზე.

საბოლოოდ, დეტექტივმა ჩხრეკის შემდეგ მოხუცების ნეშტები ზედა სართულზე იპოვა. სასამართლოზე ქალმა მშობლების სასტიკი მკვლელობა აღიარა. საუბრისას ტიროდა და დანაშაული არ უარუყვია.

წყარო