ავტორი:

საპროტესტო აქციები ისრაელში, ათასობით დემონსტრანტმა ერთ-ერთი მაგისტრალი გადაკეტა - მოქალაქეები ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ

საპროტესტო აქციები ისრაელში, ათასობით დემონსტრანტმა ერთ-ერთი მაგისტრალი გადაკეტა - მოქალაქეები ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ

ისრაელის რამდენიმე ქალაქში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ათასობით მომიტინგე შეიკრიბა.

გამოცემა The Jerusalem Post-ის ცნობით, თელ-ავივში დემონსტრანტებმა ქალაქის ერთ-ერთ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციები, ასევე, გაიმართა იერუსალიმში, ჰაიფასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

თელ-ავივში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ორი ადამიანი დააკავა პოლიციამ იერუსალიმშიც.

ისრაელის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე მომიტინგე გზის გადაკეტვას, წესრიგის დარღვევას და ავტომაგისტრალზე ცეცხლის დანთებას ცდილობდა.

მანამდე, Reuters-მა „ჰამასის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფებამ მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ აშშ-ის წინადადება მიიღო. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დამყარებიდან 16 დღეში დაიწყება.