ავტორი:

მამაკაცი, რომელიც ბანკიდან 1 ცენტის გამოტანას ცდილობდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ბანკიდან 1 ცენტის გამოტანას ცდილობდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ფლორიდელი მამაკაცი, რომელიც ფლორიდის ცენტრალური ბანკიდან 1 ცენტის გამოტანას ცდილობდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

41 წლის მაიკლ ფლემინგი ბანკის ფილიალში 29 ივნისს ნაშუადღევს შევიდა და სალაროს თანამშრომელს 1 ცენტის გამოტანის ფურცელი გადასცა, იტყობინება Fox 35 Orlando. როდესაც მთვლელმა ფლემინგს უთხრა, რომ მას მხოლოდ ერთი ცენტის გამოტანა არ შეეძლო, მამაკაცმა გააპროტესტა. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომელმა ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა.

მანამ, სანამ სიტუაცია ძალადობრივ სახეს მიიღებდა, საქმეში პოლიცია ჩაერთო და ფლემინგი დააკავა. პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ საკმარისი საფუძველი ჰქონდათ ფლემინგის დასაკავებლად, რომელმაც, მათი თქმით, ყაჩაღობის კანონები დაარღვია.

ოფიციალური ინფორმაციით, 41 წლის მაიკლ ფლემინგი კვლავ პატიმრობაშია და სამართალდამცავები მას გასათავისუფლებლად 5 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას სთხოვენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა