ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორეზე ემანუელ მაკრონის პარტია, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორეზე ემანუელ მაკრონის პარტია, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლის შედეგებით თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს.

ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.

მანამდე BBC-ი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და 81-მა კანდიდატმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსიდან. ამ ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა არჩევნების ბალანსი.