ავტორი:

ჰენრიკ სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ?" უკვე "ბიბლუსის" ქსელშია!

ჰენრიკ სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ?" უკვე "ბიბლუსის" ქსელშია!

სასიამოვნო სიახლე ლიტერატურის მოყვარულებისთვის! 8 ივლისიდან ხელმისაწვდომი ხდება სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მეექვსე ტომი. ამჯერად მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ცნობილი პოლონელი მწერლის, ჰენრიკ სენკევიჩის რომანს "ვიდრე ჰხვალ?".

ეს ნაწარმოები გვიყვება ანტიკური რომის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდზე - იმპერატორ ნერონის მმართველობის ხანაზე. ავტორი ოსტატურად აღწერს იმ დროის საზოგადოებრივ და კულტურულ ატმოსფეროს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება წარმართული სამყარო და ახლადშობილი ქრისტიანული რწმენა.

სენკევიჩი ცოცხლად წარმოგვიდგენს როგორც იმპერატორის კარის ფუფუნებას და დეკადანსს, ასევე ადრეული ქრისტიანების უბრალო და რწმენით აღსავსე ცხოვრებას. რომანი გვიჩვენებს ამ ორი სამყაროს დაპირისპირებას და იმ გზას, რომელიც ქრისტიანობამ გაიარა დევნილობიდან გამარჯვებამდე.

წიგნის ქართული თარგმანი ეკუთვნის ნიკო ავალიშვილს.

წიგნი ხელმისაწვდომი იქნება "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში - 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" წიგნებს თავად მკითხველი, სპეციალური გამოკითხვის შედეგად არჩევს. სერიის ფარგლებში უკვე 5 წიგნი გამოიცა.

სერიის მეექვსე წიგნის ან სრული სერიის გამოწერა ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად შეგიძლიათ: https://palitral.ge/subscriptions/81 ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322470045

R