ავტორი:

"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)

"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)

ბრედ პიტი და მისი შეყვარებული, ინეს დე რამონი, 2024 წლის ბრიტანეთის "გრან პრიზე" ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.

წვიმიანი ფორმულა 1-ის რბოლის ფოტოებზე ჩანს, როგორ მიუძღვის უკან გაწვდილი ხელით ოსკაროსანი მსახიობი სამკაულების დიზაინერს ხალხში, სილვერსტოუნის ტრასაზე.

60 წლის პიტს ღია ყვითელი ელვა შესაკრავიანი ქურთუკი და თეთრ მაისურთან ერთად შესაბამისი შარვალი ეცვა, ორნამენტიანი ქუდი ეხურა და მფრინავის სათვალე ეკეთა.

ამასობაში, 34 წლის დე რამონი მოკლე ცისფერი კაბით, ოქროს ყელსაბამით და შავი სათვალით იყო წარმოდგენილი.

იშვიათად ნანახი წყვილი რბოლაზე, რომელიც მერსედესის პილოტმა ლუის ჰამილტონმა მოიგო, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფორმულა 1-მა და Apple Original Films-მა პიტის მომავალი ფილმის სახელწოდება გამოაცხადეს, რომელსაც "F1" ერქმევა.

სპორტულ დრამაში მსახიობი სონი ჰეისის, მრბოლელის როლს ასრულებს, რომელიც იძულებულია, 1990-იან წლებში მძიმე ავარიის შემდეგ რბოლას თავი დაანებოს. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა.

პიტი და დე რამონი პირველად ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში დაუკავშირეს, როდესაც ისინი ლოს-ანჯელესში ბონოს კონცერტს ერთად დაესწრნენ, თუმცა როგორც ირკვევა, მათ უკვე "რამდენიმე თვის" განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა.

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე რამონი საცხოვრებლად პიტთან გადავიდა და "ყველაზე ბედნიერია, ვიდრე ოდესმე".

კინოვარსკვლავი ადრე დაქორწინებული იყო ანჯელინა ჯოლიზე, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავს. წყვილი 2016 წლის სექტემბერში დაშორდა, მაგრამ თავიანთი მწვავე განქორწინების პროცესი ჯერ არ დაუსრულებიათ.

რაც შეეხება დე რამონს, ის Vampire Diaries-ის ვარსკვლავ პოლ უესლიზე 2019 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტამდე იყო დაქორწინებული.

წყარო