სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
"გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.
ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: