ავტორი:

ქალმა ახალშობილი ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო, რადგან თვლიდა, რომ შვილი რომ მის კარიერას საფრთხეს შეუქმნიდა - გერმანიაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ქალმა ახალშობილი ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო, რადგან თვლიდა, რომ შვილი რომ მის კარიერას საფრთხეს შეუქმნიდა - გერმანიაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

გერმანიაში კომპანია "პორშეს" ადვოკატმა ქალმა ახალშობილი ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო იმის შიშით, რომ მის კარიერას საფრთხე ემუქრებოდა. ბავშვი გამვლელებმა ქალა-ფუძის მოტეხილობით აივნის ქვეშ იპოვეს. ინციდენტი 2023 წლის 12 სექტემბერს მოხდა, იოვანოვიჩმა ფარულად იმშობიარა სახლში და რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი სიმაღლიდან გადააგდო.

28 წლის კატერინა იოვანოვიჩი პორშეს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. ორსულობას თვეების განმავლობაში მალავდა და მშობიარობის შემდეგ, ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო. ქალმა საკუთარი ქმედება იმით ახსნა, რომ დიდ კომპანიაში კარიერის დანგრევისა და პრესტიჟული პოზიციის დაკარგვის ეშინოდა.

გამვლელებმა, რომლებმაც ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

დაკავებულ ქალს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს. იოვანოვიჩი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო მზად ბავშვის გაჩენისთვის. მას არ ჰქონდა იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ბავშვისთვის დრო დაეთმო.

აღმოჩნდა, რომ მეგობრებმა და კოლეგებმა არ იცოდნენ კატარინას ორსულობის შესახებ, რადგან ის სამსახურის დაკარგვის შიშით არ საუბრობდა მის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა ბოლომდე სცადეს გერმანელი ქალის უდანაშაულობა დაემტკიცებინათ (ამბობდნენ, რომ მას ქალიშვილი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან, როდესაც ფანჯარასთან იდგა), სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი არგუმენტები და ქალს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო