ავტორი:

"პუტინი, უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატო-ს სამიტს სალამს უგზავნის" - ლანდსბერგისი

"პუტინი, უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატო-ს სამიტს სალამს უგზავნის" - ლანდსბერგისი

პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატო-ს სამიტს სალამს უგზავნის, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

"პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატო-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

წაიკითხეთ ასევე: