ავტორი:

საქართველოში საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი გაშენდება - სად იგეგმება მისი გაშენება და რა არის პროექტის ღირებულება

საქართველოში საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი გაშენდება - სად იგეგმება მისი გაშენება და რა არის პროექტის ღირებულება

მსოფლიოში საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი, საქართველოში, კერძოდ, ჯონოულის ხეობაში იქნება. ამის შესახებ bpn-ს "დაკარგული სამოთხის“ ავტორი ლექსო ჩარკვიანი ესაუბრა.

მისი თქმით, წამოწყებას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ და აპრილში, საკურას გაშენება 1,5 კილომეტრზე უკვე მოხერხდა. საბოლოოდ, კი როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ხეივანი 5 კილომეტრს დაფარავს, რითაც რეკორდული შედეგი დაიდება, რადგან ამ დროისთვის საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი იაპონიაშია.

გარდა ამისა, "დაკარგული სამოთხის“ ავტორს უკვე მოძიებული აქვს კომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე უსაფრთხო ზიპლაინზე მუშაობენ. როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, პროექტს დაახლოებით, 340 000 აშშ დოლარი სჭირდება, თუმცა ამის გაკეთების რესურსი მხოლოდ კერძო ინვესტორების ხელშია... წაიკითხეთ ვრცლად