ავტორი:

"კიევში, საბავშვო ჰოსპიტალსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმაზე, რუსეთმა 200-250 მილიონი დოლარი დახარჯა" - რა დეტალებს ასაჯაროებს Forbes-ი

"კიევში, საბავშვო ჰოსპიტალსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმაზე, რუსეთმა 200-250 მილიონი დოლარი დახარჯა" - რა დეტალებს ასაჯაროებს Forbes-ი

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, 8 ივლისს, რუსეთმა, უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტა გაუშვა“, - ინფორმაციას უკრაინული Forbes ავრცელებს. მათი გამოთვლებით ქვეყანაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის ღირებულება 200-დან 250 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

  • ხოლო, უშუალოდ ჩამოგდებული რაკეტების ღირებულება 160-დან 200 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

“უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 8 ივლისს, დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსეთმა ერთობლივად საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით, სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე. დაზარალდნენ სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი.

მტერმა გაისროლა სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტა: Kh-47M2; Kh-47M2; “კინჟალი“; აერობალისტიკური რაკეტა; 4 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ; 3M22; ცირკონის საკრუიზო რაკეტა; საკრუიზო რაკეტა: 13 Kh-101; 14 კალიბრის საკრუიზო რაკეტა; 2 ერთეული Kh-22 და 3 ერთეული Kh-59/Kh-69.

ინფოგრაფიკას thesun ავრცელებს

იმის გათვალისწინებით, რომ რაკეტების ზუსტი განაწილება ტიპების მიხედვით უცნობია, მთლიანი ღირებულება 200-დან 250 მილიონ დოლარამდეა“, - წერს Forbes.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა 30 რაკეტის განადგურება. Forbes-ის შეფასებით, უშუალოდ ჩამოგდებული რაკეტების ღირებულება 160-დან 200 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ კიევში დღეს გლოვის დღეა. მაცხოვრებლები პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წამს იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 41 ადამიანი, დაშავებულია 80-ზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ივლისს, რუსეთმა უკრაინის 4 ქალაქი რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა. უკრაინული მედია ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო "Okhmatdyt". ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკა უკრაინაში.

უკრაინული მედია ადგილიდან საავადმყოფოს დერეფანში ბავშვებისა და მათი დედების ფოტოებს აქვეყნებდა, რომელთა ევაკუაცია ონკოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის კაბინეტიდან მოხდა. შენობაში ასევე იყვნენ ბავშვები, რომლებიც დიალიზს იკეთებდნენ.

გარდა ამისა, გავრცელდა მძიმე დეტალები და დაზარალებულთა ისტორიები. მაგალითად, თავდასხმის დროს ერთ-ერთი ექიმი პაციენტს ოპერაციას უკეთებდა, დარტყმის ტალღამ კი ისინი უკან გადააგდო. შედეგის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საზოგადოებას მოუწოდებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იხელმძღვანელონ, რომელიც უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმას გამორიცხავს.

"მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაცემაზე. დაჟინებით ვაცხადებთ: სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ვახორციელებთ“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში, როდესაც მან კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ასევე იხილეთ: