ავტორი:

"ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, თითქოს, გადადებული ვართ უკვე... რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას - ჯერ ქირურგიული ჩარევა, შემდეგ თერაპიები..." - ხათუნა სამნიძე

"ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, თითქოს,  გადადებული ვართ უკვე... რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას - ჯერ ქირურგიული ჩარევა, შემდეგ თერაპიები..." - ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხათუნა სამნიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა. "რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას - ჯერ ქირურგიული ჩარევა, შემდეგ თერაპიები და რეაბილიტაცია", - ამბობს ის "მთავარი არხის" ეთერში.

"ძალიან მინდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვილაპარაკო ჯანდაცვის საკითხებზე. აქამდე არასდროს არ ვყოფილვარ ამ თემებით დაინტერესებული, კომპეტენციაც არ მქონდა, მაგრამ ახლა ძალიან დავინტერესდი და ამ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც ახლაა ჩვენ ქვეყანაზე მინდა, ბევრი ვისაუბროთ.

არის ონკოპაციენტების ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ პეტიციებით სიმართლე თქვან და მიაღწიონ იმას, რომ არ დაიჩაგრონ ადამიანები ამ ქვეყანაში.

ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ თითქოს, აი, გადადებული ვართ უკვე და ამას სჭირდება სხვა ტიპის მუშაობა ამ სფეროში... ამას მაგალითისთვის ვამბობ, თორემ, რა თქმა უნდა, ყველა თემაზე ვისაუბრებთ წინასაარჩევნოდ. "ქართულ ოცნებას" სწორედ ეს არ უნდა, არ უნდა, რომ თემებზე ვისაუბროთ, მათ უნდათ, რომ იყოს ქაოსი, რომ დაგვარქვან "ნაცი“, ითქვას, რომ ერთი ჯგუფია, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს მათი რიტორიკაა.

ფულით ვერ მოვუგებთ, რომ ჩვენ მხარეს არის თემები, სიმართლე კოორდინაცია, თანამშრომლობა, თავდასხმის გარეშე ერთმანეთთან ლაპარაკი, კრიტიკა შეგვიძლია და სხვადასხვა იდეების გაჟღერება. მე მგონი, რომ ამას შევძლებთ.

სულ ვამბობ, რომ რაც მე გამოვიარე, ამ ეტაპზე განვიკურნე და ვაგრძელებ მკურნალობას, რადგან ის არ დასრულებულა, ასევე გვჭირდება ქვეყნისთვის მსგავსი გადაწყვეტილებები, ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით შეცვლა, მერე სხვადასხვა ტიპის თერაპიები და რაც მთავარია, რეაბილიტაცია. მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ამის უნარი ქართულ ოპოზიციას აქვს", -ამბობს ხათუნა სამნიძე.