ავტორი:

"ის ყვითელი სინაზეს ვის უბედავს?" - ზივზივაძეების ოჯახის ესპანური არდადეგები (ფოტოები)

"ის ყვითელი სინაზეს ვის უბედავს?" - ზივზივაძეების ოჯახის ესპანური არდადეგები (ფოტოები)

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, ნაკრების წევრების პოპულარობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა. გამორჩეულად უყვართ ბუდუ ზივზივაძის ოჯახი, რომელსაც კომენტატორმა სახალხო ფეხბურთელიც კი უწოდა.

საქართველოში დაბრუნებისა და საზეიმო დახვედრისას ბუდუმ კუთვნილი სიყვარული მიიღო ხალხისგან. მან საქართველო მალევე დატოვა - მეუღლესთან, ნინი კვერნაძესთან და პატარა შაისთან ერთად დასასვენებლად ესპანეთში, კერძოდ მალიორკაზე გაემგზავრა.

"იბედნიერეთ და ბედნიერი დასვენება...“

"მიყვარან როგორც ოჯახის წევრები“

"ის ყვითელი სინაზეს ვის უბედავს?“ - წერენ კომენტარებში.

წყვილმა ერთმანეთი ექვსი წლის წინ სოციალური ქსელით გაიცნო. მაშინ ფეხბურთელი ასეთი ცნობილი და წარმატებული არ ყოფილა. ორივე ქუთაისიდან არიან და გაცნობის შემდეგ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოაჩნდათ. სიმპათია პირველივე შეხვედრისას გაჩნდა და შემდგომ ოჯახი შექმნეს. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

ამჟამად ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ "კარლსრუესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია და ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.

წაიკითხეთ ასევე: