ავტორი:

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:17 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო.

დებიუტში მეტოქე 7:0 დაწინაურდა, რასაც ქართველების იერიში, ხახუბიას ლელო და ცირეკიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. თან მეტოქის მორაგბე ამელიმ ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. შემდეგ ცირეკიძის ლამაზი კონტრშეტევა ლელოთი არ დაგვირგვინდა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი იერიშისას მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ბელუჩის ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიელებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს და პირველი ტაიმი 14:10 დასრულდა.

უშეღავათო ბრძოლა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა,კილასონიას შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ხაინდრავამ ლელო დადო, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მოწინააღმდეგემ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. შეცვლაზე ჩინებულად შესულმა ყაჩლავაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა, ხოლო ცირეკიძემ გარდასახვა მიაყოლა და გავიმარჯვეთ....წაიკითხეთ ვრცლად