უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს.
"მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინას სურს მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსეთის ქმედებები სამხრეთ უკრაინაში და განდევნოს ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება საჭირო შესაძლებლობებით, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.