ავტორი:

"ეს არის საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც შენდება ღვარცოფული მდინარის ჭალაში" - რა კადრებს ავრცელებს თეა გოდოლაძე რაჭიდან?

"ეს არის საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც შენდება ღვარცოფული მდინარის ჭალაში" - რა კადრებს ავრცელებს თეა გოდოლაძე რაჭიდან?

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ რაჭაში, ღვარცოფული მდინარე ღარულას ჭალაში, აშენებენ საბავშვო ბაღს.

გადავწყვიტე, თქვენი ყურადღება მიმეპყრო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტისთვის. შენობას დააკვირდით, ეს არის საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ახლა შენდება ჭალაში. ღარულას ჭალაა ეს. გაუკეთებიათ ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ბავშვების დაცვითი მექანიზმი ეს არის მხოლოდ? საოცრება ხდება. ვინ გასცა ამის მშენებლობის უფლება? ღვარცოფული მდინარეა. ხო უნდა მორჩეს ამ მდინარის ჭალაში მშენებლობები?“ - აცხადებს გოდოლაძე "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას.

ნახეთ ვიდეოკადრები