“ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო. მოსამართლის განაჩენით, სირაბიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ასევე იხილეთ: