აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა "MEGOBARI“ აქტი მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
- ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით “MEGOBARI” აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს იქნა გატანილი.
მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.
ნახეთ ასევე:
მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტი და ვიზალიბერალიზაცია - რას სთავაზობს აშშ საქართველოს თუ ხელისუფლების "ანტიდასავლური რიტორიკა" შეიცვლება