ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ. მათივე განმარტებით, მათთვის უცნობია გარდაცვლილი არის თუ არა არასრულწლოვანი.