წიგნის გამოფენა-გაყიდვა და განსაკუთრებული შეთავაზება ყაზბეგში - „პალიტრა L-ის“ დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება

წიგნის გამოფენა-გაყიდვა და განსაკუთრებული შეთავაზება ყაზბეგში - „პალიტრა L-ის“ დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება

დიდი ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“ 13 ივლისს ყაზბეგს ეწვევა.

როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მათი მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაზარდონ და სწორედ ამიტომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს იქნება მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხავს საკუთარ მხარეში.

ტურნე მოეწყობა ყაზბეგში, კულტურის სახლის წინ, სადაც მისული სტუმრები გამომცემლობა „პალიტრა L-ისგან“ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, მათ დახვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და "გადაიხადე, რამდენიც გინდა".

მსურველებს წიგნების ფასდაკლებით შეძენა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

წელს დიდმა ლიტერატურულმა ტურნემ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. საერთო ჯამში წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ავტორებთან შეხვედრა 18 ქალაქში ჩატარდება. ტურნე 19 აგვისტოს ბახმაროში დასრულდება.

R