ავტორი:

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ მკვეთრად გამყარდა - როგორი იყო გასული კვირის დინამიკა?

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ მკვეთრად გამყარდა - როგორი იყო გასული კვირის დინამიკა?

ეროვნულმა ვალუტამ, გასული კვირის მსგავსად, მიმდინარე კვირაც გამყარებით დაიწყო.

8 ივლისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7399 ლარი გახდა. კურსი, რომელიც ადრე მოქმედებდა, 2.7613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2,14 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 2.9670 ლარი გახდა. მაშინ, როცა ადრე მოქმედი კურსი 2.9886 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2,16 თეთრი შეადგინა.

9 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7511 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 2.9783 ლარი შეადგინა ანუ ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კურსის ცვლილება აქაც 1 თეთრზე მეტი იყო.

10 ივლისს ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა დოლართან მიმართებით და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7488 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ასევე მცირედით გამყარდა ევროსთანაც, რომლის კურსმა 2.9748 ლარი შეადგინა...წაიკითხეთ ასევე