ავტორი:

სროლა ტრამპისა და მხარდამჭერების შეხვედრისას - აშშ-ის ექსპრეზიდენტმა სცენა დასისხლიანებულმა დატოვა:  მოკლულია შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე

სროლა ტრამპისა და მხარდამჭერების შეხვედრისას - აშშ-ის ექსპრეზიდენტმა სცენა დასისხლიანებულმა დატოვა:  მოკლულია შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.

  • CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია "მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა.

საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.