ევროპის ჩემპიონტის ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და ევროპირველობის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.

უპირატესობას თავიდანვე “ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს იცავდნენ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის განახლებისთანავე უილიამსმა პირველი გოლი გაიტანა.

ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კეინის ნაცვლად პალმერი შეიყვანა. 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში საკას აქტიურობისა და ბელინგემის პასის შემდეგ.
მატჩის 86-ე წუთზე ესპანეთმა რიგით მეორე გოლი გაიტანა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ამასთან, გიორგი მიქაუტაძე მის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა. ქართველი ფორვარდი ოქროს ბუცს მიიღებს.