ავტორი:

“არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს “ლელოს“ და “საქართველოსთვის“ გაერთიანება: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე - “თვალთხარიას“- კახა კალაძე

“არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს “ლელოს“ და “საქართველოსთვის“ გაერთიანება: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე - “თვალთხარიას“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება.

“მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი (“ლელოს“ და “საქართველოსთვის“) გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე “თვალთხარიას“ ეძახდა. არ ვიცი ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?! რაღაც ლოგიკა ხომ არსებობს?! თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად, ცალ-ცალკე პარტიებად იყვნენ წარმოდგენილები, ყველასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს და ზოგიერთებმა საარჩევნო ბარიერი გადალახონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

  • ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რა გადაწყვეტილება მიიღო გახსოვთ? - ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში, არის პირდაპირ დაკავშირებული “ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოსთან“. “ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში და არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

“მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ “მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“.- განაცხადა რუხაძემ.