ავტორი:

ვერცხლისფერი ტოპი და გამჭვირვალე შორტი - ბიანკა ცენსორის მორიგი ცეცხლოვანი ფოტოები ლოს ანჯელესიდან: "მან საკუთარ თავს აჯობა"

ვერცხლისფერი ტოპი და გამჭვირვალე შორტი - ბიანკა ცენსორის მორიგი ცეცხლოვანი ფოტოები ლოს ანჯელესიდან: "მან საკუთარ თავს აჯობა"

ბიანკა ცენსორის ჩაცმის სტილი კიდევ ერთხელ გახდა დასავლური ყვითელი პრესის მთავარი ამბავი. ამჯერად ის სავახშმოდ მიმავალი შენიშნეს, მედიის ცნობით, რომანტიკულ ვახშამზე მეუღლე ელოდებოდა.

პაპარაცებმა მას ფოტოები ლოს ანჯელესში გადაუღეს. ბიანკასგან ჩაცმის თამამი და უცნაური სტილი აღარავის აკვირვებს, თუმცა როგორც ტაბლოიდები წერენ, ამჯერად მან "საკუთარ თავს აჯობა“.

ბიანკას ეცვა ვერცხლისფერი ბიკინი, ბრა, რომელსაც სხეულზე კარგად მომდგარი და გამჭვირვალე შორტი შეუსაბამა. სამოსი მას მაღლაქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ეცვა.