ავტორი:

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითებს დაეჯახა - დაშავებულია ორი ადამიანი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითებს დაეჯახა - დაშავებულია ორი ადამიანი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMS- ში გადაიყვანა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მყოფებს მოტოციკლი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.