ბათუმში, კლინიკიდან გაწერეს ჩვილი, რომელიც 28-ე კვირაზე დაიბადა და 700 გრამს იწონიდა. ინფორმაციას კლინიკა "ბაუ" ავრცელებს.
პატარა ალექსანდრე 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაეწერა
"ალექსანდრე 28-ე კვირაზე, 700 გრამიანი წონით მოევლინა სამყაროს. სამთვიანი ურთულესი პერიოდის შემდეგ, დღეს სრულიად ჯანმრთელი გაეწერა კლინიკიდან.
გიზიარებთ მისი დედიკოს ფეისბუქ პოსტს, სადაც უფრო დეტალურად გაეცნობით მისი ორსულობიდან დღემდე განვლილ პერიოდს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს პატარა ალექსანდრეს" - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.