ავტორი:

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ

თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს დანით დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.