ავტორი:

რა თქვა უკრაინაზე მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას?

რა თქვა უკრაინაზე მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას?

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ ახალი "ლეიბორისტული" მთავრობის პროგრამის წარდგენისას, განაცხადა.

  • "ჩემი მთავრობა შეეცდება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები გადატვირთოს და ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იმუშაოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ.

ასევე, ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კირ სტარმერის მეთაურობით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მიმართ მისი ერთგულება ურყევი დარჩება.

"ჩემი მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა.