ავტორი:

რა ვითარებაა ახლა თუშეთის გზაზე, სადაც ძლიერი წვიმის გამო გზა ჩაიხერგა

რა ვითარებაა ახლა თუშეთის გზაზე, სადაც ძლიერი წვიმის გამო გზა ჩაიხერგა

თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია, მოძრაობა აღდგა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და გზა ორივე მხრიდან იწმინდებოდა.

ცნობისთვის, თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.