ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლში გლუკოზის ყოველდღიური მონიტორინგი?

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლში გლუკოზის ყოველდღიური მონიტორინგი?

თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაო იშვიათობად იქცა, დიაბეტი კვლავ რჩება ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად.

როგორც საწყის ეტაპზე, ასევე დიაბეტიანებისთვის, რომლებიც წლებია უმკლავდებიან მის თანმდევ პროცესებს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია პროფესიონალთან კონსულტაცია, გამოცდილების გაზიარება და მუდმივი მონიტორინგი სახლის პირობებში, რომლის საშუალებასაც გლუკომეტრის აპარატი იძლევა და აუცილებელია დღეში მინიმუმ 3-ჯერ მოხდეს სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგი.

  • გამოცდილების გაზიარებისთვის არსებობს ჯგუფი, რომელშიც Sinocare-ის წარმომადგენელი, პროფესიონალი ენდოკრინოლოგი, ყოველდღიურ რეჟიმში გაწვდით სასარგებლო ინფორმაციას, სრულიად უფასოდ პასუხობს თქვენს კითხვებს და გაძლევთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მართოთ დიაბეტი და მისი თანმდევი დაავადებები. ამისათვის საჭიროა შემოუერდეთ ჯგუფს: დიაბეტი | დიაბეტის მართვა

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals საერთაშორისო ბრენდ Sinocare-თან ექსკლუზიური პარტნიორობით ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას დიაბეტის მართვასა და მის თანმდევ პრობლემებზე.

სინოქეას საერთაშორისო წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპანიის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან იდეების გაცვლა, კამპანიების განხილვა, ახალი პროდუქციის გაცნობა და ადგილობრივი ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება დინამიკური ზრდის ფაქტორია.

4Hospitals-ს ეწვია Sinocare-ის გლობალური სტრატეგიის ხელმძღვანელი, ქაი მეი იანგი, რომელიც დაესწრო კომპანიის უფასო მონიტორინგის აქციას ექსკლუზიური პარტნიორის, PSP-ს სააფთიაქო ქსელში, შეხვდა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდს, სადაც მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორობის განვლილ წლებზე და სამომავლო გეგმებზე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/drXJcJJfJiA?si=PplhCXv93W3OL2po" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

შეგახსენებთ, რომ პერიოდულად შაქრის დონის გაზომვა სისხლში მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინამორბედი მდგომარეობების აღმოჩენისთვის და მკურნალობის პროცესის დაგეგმვისთვის.

ეს პროცესი რომ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს, 4ჰოსპიტალს, PSP-ს სააფთიაქო ქსელთან კოლაბორაციით, წარმოგიდგენთ Sinocare-ის Safe AQ Smart, უმაღლესი ხარისხის გლუკომეტრის აპარატს და ტესტ-ჩხირებს.

აპარატის შეძენისას ისარგებლებთ:

  • უვადო გარანტიით
  • ტესტ-ჩხირების უწყვეტი მარაგით
  • ხელმისაწვდომობით
  • 24/7 ცხელი ხაზით
  • მომსახურების ცენტრით

ამავდროულად, Sinocare ახორციელებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა უფასო მონიტორინგის აქციები PSP-ს აფთიაქებსა და მოლებში, გაცვლის კამპანიები სრულიად საქართველოს მასშტაბით, გათამაშებები და სხვა.

სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, გამოგვყევით სინოქეას Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61551387686368

Sinocare- გაიტესტე ყველგან და ყოველთვის!

𝐒𝐢𝐧𝐨𝐜𝐚𝐫𝐞-ის ცხელი ხაზი: 𝟎𝟑𝟐 𝟐 𝟑𝟎𝟓 𝟏𝟐𝟎.

მომსახურების ცენტრი: ლუბლიანას #28.

(R)