ავტორი:

დანით შეიარაღებულმა პირმა დიდ ბრიტანეთში 8 ადამიანი დაჭრა

დანით შეიარაღებულმა პირმა დიდ ბრიტანეთში 8 ადამიანი დაჭრა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთპორტში, დანით შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მერსისაიდის პოლიციის ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა და თავდამსხმელი უკვე დააკავეს.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.