რადიკალი მქადაგებლის, იასერ ალ-ჰაბიბსს შოტლანდიის დაუსახლებელი კუნძულის ყიდვა და საკუთარ "ისლამურ სახელმწიფოდ“ გადაქცევა სურს. მისი მხარდამჭერები, რომლებიც "მაჰდის მსახურების კავშირის" სახელით არიან ცნობილი, მოლაპარაკებებს აწარმოებენ კუნძულ ტორსას შესაძენად. როგორც ცნობილია, ტერიტორია 3,5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

ალ-ჰაბიბი თავის ქვეყანაში 2003 წელს სექტანტობის წაქეზებისთვის დააპატიმრეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დიდ ბრიტანეთში გაიქცა. ქუვეითის მოქალაქეობა 2010 წელს გაუუქმდა მას შემდეგ, რაც მან აიშას, წინასწარმეტყველ მუჰამედის ცოლს, "ღვთის მტერი" უწოდა. ალ-ჰაბიბს ბრალი ედება ბრიტანეთსა და არაბულ სამყაროში შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის იძულვილის გაღვივება.
"თუ გინდა იცხოვრო თავისუფლად იმამის დროშის ქვეშ, განსაკუთრებულ სამშობლოში, მაშინ მხარი დაუჭირეთ ამ პროექტს", - ამბობს იგი ვიდეოში და მხარდამჭერებს ფულის გადარიცხვას სთხოვს. მისი თქმით, შეგროვებული თანხა "ახალი სახელმწიფოს" აშენებას მოხმარდება.
ტორსა ნორვეგიულად თორის კუნძულს ნიშნავს - იგი ადგილობრივი ოჯახის საკუთრებაა და უფრო დიდი, მეზობელი კუნძული ლუინგისგან ვიწრო არხით არის გამოყოფილი. კუნძული 1970-იანი წლების შემდეგ დასახლებული არ ყოფილა. მისი ამჟამინდელი მფლობელი აცხადებს, რომ ალ-ჰაბიბთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.