ავტორი:

აფეთქება გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში - რა ვითარებაა ადგილზე და რა ხდება ცნობილი დაშავებულებზე

აფეთქება გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში - რა ვითარებაა ადგილზე და რა ხდება ცნობილი დაშავებულებზე

გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

აფეთქება გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მდებარე კონცერნის BASF-ის ქარხანაში მოხდა.

გერმანული მედიის ცნობით, შენობის თავზე კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს, რის შემდეგად შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. ხანძარი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩააქრეს.

ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლის გამო მოსახლეობას სთხოვეს, რომ ფანჯრები არ გაეღოთ, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.