ავტორი:

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია - ქართველი ფინალში უძლიერეს მეტოქესთან, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია - ქართველი ფინალში უძლიერეს მეტოქესთან, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას პირველი ქართველი ვერცხლის მედლის მფლობელი ჰყავს. ტატო გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია.

  • ცნობისთვის, ნაგასე ასპარეზობს -81კგ წონით კატეგორიაში. 2016 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. 2015 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

რა იყო ფინალამდე?

მანამდე ნახევარფინალში რთულ ორთაბრძოლაში ვაზარით მოუგო კორეელ იონჰვან ლის. მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

პირველ წრეში ტატო გრიგალაშვილმა მოლდოველი მიხაელ ლატისევი დაამარცხა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში კი ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

ტატო ოლიმპიადას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით შეხვდა, პარიზში კი მე-2 ნომრად არის განთესილი. ის წინა ოლიმპიადაზეც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა...

შეგახსენებთ, ტატო ოლიმპიადას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით შეხვდა, პარიზში კი მე-2 ნომრად არის განთესილი.

მთავარი ფოტო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი