თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა.
"დავინახე როგორ გადავარდა შავი ფერის "ლექსუსის" ჯიპი მოსახვევიდან და შემდეგ გაუჩინარდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მე მთაში მოვდიოდი ტურისტები მიმყავდა, გავაჩერე მანქანა მაგრამ იმდენად დიდი სიმაღლიდან იყო გადავარდნილი მანქანა, რომ არ ჩანდა. მალევე მივიდნენ ადგილზე სამაშველო სასწრაფო და პოლიცია, მაგრამ ერთი უკვე გარდაცვლილი იყო" - ამბობს თვითმხილველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.