"შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული,“ – ამის შესახებ რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ კომპანია "არსის" დამფუძნებელმა, თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს, მყარია თუ არა შენობა და სწორია თუ არა შეხედულება ძველი კორპუსების მდგრადობის შესახებ.
"1992 წლიდან საქართველოში მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის საანგარიშო ნორმები შეიცვალა და გახდა 8 ბალი. საუბარია, თბილისზე. 1992 წლამდე იყო 7 ბალი. მას შემდეგ იყო რამდენიმე სიძლიერის მიწისძვრა და მაშინ მხოლოდ ე.წ. უკანონო მიშენებები დაზიანდა. ნგრევა კი ძველ ისტორიულ ზონებში დაფიქსირდა,“ - განაცხადა როსტომაშვილმა... ნახეთ ასევე