ავტორი:

ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია - მან მეტოქეს 2 წუთში იპონით მოუგო

ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია - მან მეტოქეს 2 წუთში იპონით მოუგო

ლია სულამანიძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია. მან მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი ულამაზესი იპონით 2 წუთში დაამარცხა.

  • ილია სულამანიძე მეოთხედფინალში იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.