ავტორი:

კურტ ვონეგუტის "სასაკლაო 5-ის" შეძენას 5 აგვისტოდან სპეციალურ ფასად შეძლებთ

კურტ ვონეგუტის "სასაკლაო 5-ის" შეძენას 5 აგვისტოდან სპეციალურ ფასად შეძლებთ

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ახალი, რიგით მეშვიდე წიგნი 5 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. „სასაკლაო 5“ ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ნახევრად ავტობიოგრაფიული, ანტიმილიტარისტული რომანია. რომანის მთავარი გმირი, ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია და სიუჟეტი მისი ცხოვრების პერიოდს მიჰყვება: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები. პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს. ტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ბილის ტყვეობის პერიოდს და მის გადარჩენას დრეზდენის დაბომბვის დროს, როგორც ტყვედ ჩავარდნილი, ეს უკანასკნელი კი თავად ავტორის მიერ სამხედრო სამსახურში გამოცდილი პერიოდითაა შთაგონებული. ნაწარმოები შერაცხულია, როგორც „შეუდარებელი მორალური სიცხადის მქონე" და „უკვდავი ანტიმილიტარისტული ნაწარმოები“.

რომანში ნათლადაა ასახული მწერლის ანტიმილიტარისტული იდეები, იგი გვიჩვენებს ადამიანის უძლურებას ბოროტებისა და ძალადობის, ტანჯვისა და უაზრო მსხვერპლშეწირვის უსასრულობის მიმართ. დრეზდენის ფაქტობრივი დაბომბვა რომანში არსადაა ნაჩვენები, თუმცა ავტორი ამბობს, რომ მთელი წიგნი სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგებიც ძალიან ბუნდოვნად არის აღწერილი. ვონეგუტი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს, ერთვება წინასიტყვაობასა და სხვა ეპიზოდებში. სინამდვილეში კი მას უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი. ომი და, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, დრეზდენის დაბომბვა ავტორის მიერ აღიქმება, როგორც ამაზრზენი სისულელე, რომლის ადეკვატურად აღწერაც შეუძლებელია.

წიგნის შეძენა 5 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ერთი კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 10 ლარი იქნება. ასევე შესაძლებელია წიგნის ონლაინ გამოწერა საიტიდან: palitral.ge.

„პალიტრა L-ის“ ახალი სერიის ფარგლებში უკვე გამოცემულია: ანე ფრანკის „ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ და ჰენრიკ სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?“.

R