ავტორი:

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრში იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრში იტალიასთან დამარცხდა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართა, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი ასპარეზობს. მერვედფინალში ჩვენები იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

  • გუნდში არიან ეთერ ლიპარტელიანი, ეთო ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე.

ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (91კგ) ილია სულამანიძე.