ტელეწამყვან ანი გიუნტერის და იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია რთველიაშვილი წერს.
"მეგობრებო ყველას უღრმესი მადლობა ანის გვერდში დგომისთვის.ნატაშკა ვიპოვეთ კარგადაა.. ანის ტელეფონი არ აქვს და ვერ გპასუხობთ", - წერს ნათია რთველიაშვილი. როგორც ოჯახის ახლობელი პირად საუბარში გვეუბნება, ნატაშკა გიუნტერი საბურთალოს რაიონში იპოვეს.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ანი გიუნტერმა გაავრცელა განცხადება დის დაკარგვის შესახებ და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.