ავტორი:

“განურჩეველი სროლა მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან... ეს მასშტაბური პროვოკაციაა" - რას ამბობს პუტინი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე

“განურჩეველი სროლა მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან... ეს მასშტაბური პროვოკაციაა" - რას ამბობს პუტინი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.”

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე განაცხადა.

  • კერძოდ, პუტინის თქმით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები “მასშტაბური პროვოკაციაა” უკრაინის მხრიდან და ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.

“ჩვენი სხდომის შემდეგ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, “ეფესბესთან”, ვგულისხმობ უშიშროების ფედერალური სამსახურის საქმიანობის სასაზღვრო მიმართულებას, და კოლეგების მორიგ ანგარიშს მოვისმენ იმის თაობაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში”, - განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ასევე: