ავტორი:

"შიდოს მსაჯი არ მაძლევდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ შიდო მოეცათ... ამ დროს ორი კაცი ადგა, მათ გაუხარდათ ეს ამბავი" - ილია სულამანიძე

"შიდოს მსაჯი არ მაძლევდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ შიდო მოეცათ... ამ დროს ორი კაცი ადგა, მათ გაუხარდათ ეს ამბავი" - ილია სულამანიძე

ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში, ილია სულამანიძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. სპორტსმენის პირველი გამოსვლა ოლიმპიადაზე წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს ვერცხლი ჩამოუტანა.

  • ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზარით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს. საზოგადოება დღემდე მსჯელობს, რამდენად სამართლიანი იყო მსაჯი.

ილიამ თქვა, რომ გადაწყვეტილება მისთვის შიდოს მიცემის თაობაზე მსაჯს არ მიუღია და გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ეკუთვნოდა.

"ძალიან ცუდი რაღც მოხდა, მაგრამ ამ შეჯიბრმა ჩემი თავის რწმენა მომცა. თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. ძვირი გაკვეთილიც მივიღე აქედან. მე ხომ ვუყურებდი მსაჯებს, შიდოს მსაჯი არ მაძლევდა, არც სუპერვაიზერს მიუღია გადაწყვეტილება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ადგა და თქვა, რომ შიდო მოეცათ.

მსაჯს არ უნდოდა, რომ შიდო მოეცა. დავინახე, მსაჯების დელეგაცია რომ ზის, ორი კაცი ადგა და გაუხარდათ, როცა შიდო მომცეს. ეს არ მომეწონა ყველაზე მეტად. იქ იჯდა ისეთი ადამიანი, ვისაც ეს გაუხარდა, წარმოიდგინე. წესები შეცვალეს ძიუდოში, მაგრამ ამ წესებს ისეთი ორმაგი სტანდარტები აქვს, მსაჯებს მანევრის საშუალებას უტოვებს. ემოციურად ბევრად მძიმეა მეორე ადგილი. პრესკონფერენცია რომ ჩატარდა, ოქროს და ბრინჯაოს მედალოსნები გახარებულები იყვნენ, მე მოწყენილი ვიყავი. იმოქმედა ემოციურად ძალიან" - თქვა ილია სულამანიძემ europop-ის გადაცემაში.

წაიკითხეთ ასევე: