ავტორი:

ტრაგედია თურქეთში: ავტობუსი გზიდან გადავარდა - გარდაცვლილია 9 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ტრაგედია თურქეთში: ავტობუსი გზიდან გადავარდა - გარდაცვლილია 9 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი - დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს და ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მძღოლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.