როგორ ფიქრობთ, შეიძლება თანამედროვე ქალის ხვედრი იყოს ფერმაში ცხოვრება, დღე და ღამე ლოცვა, რვა შვილის გაზრდა და ძროხების მოვლა? - ალბათ, არა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქალი ამაში ბედნიერებას ხედავდეს. მაგალითად, ჰანა ნილმანი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, როგორც ბედნიერი დედა, რომელმაც ქმრისა და შვილების გამო უარი თქვა მორმონული ტრადიციების მიხედვით მოცეკვავის წარმატებულ კარიერაზე. თუმცა, სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი დედის 20 მილიონამდე მხარდამჭერიდან ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ნიღბის ქვეშ უბედური და დაღლილი ქალი იმალება, რომელიც „ტირანი და მოძალადე“ ქმრის გავლენის ქვეშაა.
"ნიუ-იორკზე და დიდ სცენაზე ვოცნებობდი"
ნილმანი, მილიონერი ბლოგერი და ყოფილი წარმატებული მოცეკვავეა, რომელიც ცნობილი გახდა საკონცერტო შოუებში გამოსვლებით, ახლა კი ტიპურ დიასახლისთან ასოცირდება, რომელიც ამართლებს ცნობილ გერმანულ ანდაზას, რომ ქალი არის „სამზარეულო, ბავშვები, ეკლესია“. მას რვა შვილი ჰყავს ქმართან დანიელ ნილმანთან, რომელზეც 13 წლის წინ იქორწინა. ბავშვებიდან უფროსი 12 წლისაა, უმცროსი ჯერ ერთი წლის არ არის.
ოჯახი სოფლად ცხოვრობს. მათ ფერმას "ბალერინას ფერმა" ჰქვია, რომელიც ჰანას წარსულს მოგვაგონებს და ამავდროულად დაცინვას ჰგავს, რადგან ახალგაზრდა ქალი, რომელიც დედობასა და საყოფაცხოვრებო საქმეებშია ჩაფლული ბალეტისგან ისეთივე შორს არის, როგორც მთვარე დედამიწისგან.

თავიდან ჰანამ საკუთარ სახლში სტუდია მოაწყო ბალეტის გაკვეთილებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში სტუდია ბავშვების ოთახად გადააკეთეს. ჰანას საცეკვაო კოსტიუმები კი ავტოფარეხში გადაიტანეს, რადგან ბავშვებს კარადაში ადგილი სჭირდებოდათ ტანსაცმლისთვის.
მათი სასოფლო-სამეურნეო მიწა 328 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. ნილმანები ყიდიან ორგანულ ხორცს, ცომეულს და საქონელს. ცოტა ხნის წინ რძის ფერმაც გახსნეს. ინტერნეტში აქვთ ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მათი პროდუქცია. მაგრამ ჰანა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ ცხოვრებაზე?
ჰანა ნილემანი დაიბადა იუტაში და გაიზარდა ერთგულ მორმონთა ოჯახში. ამ შტატში ბევრი მორმონი ცხოვრობს. ის და მისი ქმარი ასევე მორმონები არიან და მათი შვილები სახლში მორმონულ-ქრისტიანულ პროგრამას სწავლობენ. თუმცა ახალგაზრდობაში ჰანას ჰობი იყო ქორეოგრაფია და გოგონას ამის დიდი ნიჭი ჰქონდა...

ორსული სტუდენტი
დამწყებმა ბალერინამ JetBlue-ის დამფუძნებლის, მილიონერი დევიდ ნილმანის ვაჟი დანიელი კალათბურთის თამაშზე გაიცნო, როდესაც ის ნიუ-იორკში ჯულიარდის სკოლაში სწავლობდა. სხვათა შორის, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლა უკიდურესად რთულია, მაგრამ ჰანამ ეს შეძლო.
ახალგაზრდები პირველი შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. ახალგაზრდა ჰანა გახდა პირველი ორსული სტუდენტი ჯულიარდის სკოლის ისტორიაში.
ქორწილი რიო დე ჟანეიროში შედგა, სადაც დანიელი იმ დროს მილიონერი მამის დაცვის კომპანიაში მუშაობდა. სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჰანას პირველი შვილი ჰენრი შეეძინა. ახალგაზრდა წყვილმა კი გადაწყვიტა თავი ღმერთისთვის და ოჯახისთვის მიეძღვნათ, ორივემ მიატოვა კარიერა.
ფერმერობისა და სოციალური მედიაში აქტიურობის გარდა, ჰანა ასევე მონაწილეობს სილამაზის კონკურსებში: იგი 2023 წლის აგვისტოში მისის ამერიკაში მონაწილეობდა, ხოლო ამ წლის იანვარში, უმცროსი შვილის დაბადებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, მისის მსოფლიოს კონკურსში გამოვიდა.

მისი სოციალური ქსელიდან დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ჰანას უხარია ბუნებაში ცხოვრება, მისი ოჯახი კი იდეალური და სრულფასოვანია. როგორც ქალს მეტი არაფერი უნდა. თუმცა, როდესაც მის გამომწერებს უჩნდებათ კითხვა, არის თუ არა ჰანას ცხოვრების წესი ისეთივე ბედნიერების მომტანი, როგორც ამას სოციალურ ქსელში აღწერდა.
მრავალშვილიანი დედის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის თავად ამზადებს საჭმელს მთელი ოჯახისთვის, წველის ძროხებს, მაგრამ ეს გამხდარი და დაღლილი ქალი ნამდვილად ბედნიერია ამ როლში?

სკანდალური სტატია, რომელმაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა
მეგან აგნიუ, ლონდონის The Times-ის რეპორტიორი, გასულ თვეში ბალერინას ფერმას ესტუმრა, რათა გაცნობოდა ნილმანების ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას. 20 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „გაიცანით ტრადიციული ცოლების დედოფალი (და მისი რვა შვილი)“ ჟურნალისტმა აღწერა ქალბატონი ნილმანის ქორწინება, ოჯახური ცხოვრება და კარიერა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 12 წლის განმავლობაში.

სტატია სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში და მკითხველების დიდი ნაწილი გამოხატავდა შეშფოთებას ჰანას კეთილდღეობის შესახებ.
აგნიუ წერს, რომ მრავალშვილიანი დედა რვა შვილს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის, ხოლო მისმა ქმარმა დანიელმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მრავალშვილიანი დედა ხანდახან „ისე ავად ხდება ზედმეტი სამუშაოსგან, რომ ერთი კვირის განმავლობაში საწოლიდან ადგომა არ შეუძლია.” ჟურნალისტმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქალბატონ ნილმანის, როგორც პროფესიონალი მოცეკვავის კარიერის დასასრულზე.

"ნიუ-იორკში 17 წლის ასაკში გადავედი საცხოვრებლად. მიყვარდა ამ ქალაქის ენერგია და ვაპირებდი გავმხდარიყავი ბალერინა. კარგი ბალერინა ვიყავი. მაგრამ მივხვდი, რომ როცა შვილები მეყოლებოდა, ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა“, - აღიარა ინტერვიუს გმირმა. სხვათა შორის, ჟურნალისტს ჰანასთან საუბარი გაუჭირდა, რადგან მას მუდმივად აწუხებდა ყოფითი საკითხები და ბავშვები.
"ჰანა, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კარგად ხარ. გისურვებთ კარგ დასვენებას და საკუთარ თავთან მარტო დროის გატარებას“, - წერდნენ მომხმარებლები.

ჟურნალისტმა იკითხა, გეგმავდა თუ არა წყვილი კიდევ შვილების გაჩენას, ქმარმა უპასუხა „არა“, მაგრამ ჰანას თქმით, ამას ღმერთი წყვეტდა, რის შემდეგაც ქმარმა დაამატა, რომ ჰანა ყოველთვის ამბობს, რომ არ სურს მეტი შვილი, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ის მალევე ფეხმძიმდება. ამით ოჯახის უფროსმა მიანიშნა, რომ რვა შვილზე არ გაჩერდებიან.
მრავალშვილიანი დედა ყველაფერს უარყოფს
ჰანამ როდესაც სტატიაზე გამოხმაურება ნახა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტი ჩვენს სახლში მოვიდა, რათა უფრო მეტი გაეგო ჩვენი ოჯახისა და ბიზნესის შესახებ. გვეგონა, რომ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, როგორც აქამდე მსგავსი ათეულობით ინტერვიუ, რაც ბოლო დროს მიგვიცია. თუმცა, როცა გამოქვეყნებული სტატია ვნახეთ, ამან შეგვძრა და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, რადგან ეს იყო თავდასხმა ჩვენს ოჯახზე და ჩემს ქორწინებაზე. მასალაში მე დაჩაგრულად ვჩანდი, ჩემი ქმარი კი დამნაშავედ. ეს ძალიან შორს არის სიმართლისგან!!!”

"ჩემთვის და დანიელისთვის ღმერთი და ოჯახი ჩვენი პრიორიტეტებია ცხოვრებაში. სხვა ყველაფერი უკანა პლანზეა“, - წერს ყოფილი მოცეკვავე.
ჰანას თქმით, დანიელთან შეხვედრიდან სამი თვეში დაქორწინება მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
თუმცა, ინტერნეტის მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ სჯერათ "ბედნიერი დედის". მათ კარგად ახსოვთ, როგორ გახსნა ჰანამ ერთ-ერთ ვიდეოში ქმრის საჩუქარი. ის იმედოვნებდა, რომ ეს საბერძნეთში მოგზაურობა იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრს ოცნებობდა მოგზაურობაზე. თუმცა, სასაჩუქრე ყუთში მრავალშვილიანმა დედამ ქათმის კვერცხების შესაგროვებელი წინსაფარი აღმოაჩინა.

"მისი მამამთილი ავიაკომპანიის მფლობელია და ამ უბედური ქალის საბერძნეთში გაფრენა არ გაუჭირდებოდა. რა დაცინვაა ეს?” – წერდნენ გამომწერები.
"ამერიკაში ბევრი საქველმოქმედო ფონდია. ვინმემ, დაეხმარეთ მას ოცნების ასრულებაში და ცოტა ხნით მაინც დაასვენეთ ამ ტირანისა და მოძალადისგან!” – ვკითხულობთ კიდევ ერთ კომენტარში. თუმცა, თავად ჰანა ვიდეოში გახარებულია: ამბობენ, რომ წინსაფარი მოგზაურობასაც ჯობია, ამბობს და ცეკვავს, თან მხიარულად იღიმება. მაგრამ რა იმალება მისი ღიმილის მიღმა?