როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი ჩვენი საჭიროებების მიხედვით? - პრაქტიკული რჩევები

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი ჩვენი საჭიროებების მიხედვით? - პრაქტიკული რჩევები

ზაფხულის სეზონზე ჰაერის კონდიცირება საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ შრომისუნარიანობა და კონცენტრაციის უნარი სამსახურში, თავი კომფორტულად ვიგრძნოთ სახლში და მაღალმა ტემპერატურამ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითი ზეგავლენა ვერ მოახდინოს. თანამედროვე გათბობა/გაგრილების სისტემები იძლევა საშუალებას, ნებისმიერ დახურულ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში გვქონდეს სასურველი ტემპერატურული რეჟიმი ისე, რომ კონდიცირებასთან დაკავშირებით წარსულში არსებულ გამოწვევებზე არ ვიფიქროთ.

მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა შექმნეს ინოვაციური სისტემები, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა გარემო პირობებზე და ორიენტირებულია ადამიანის ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივებაზე. მაგალითისთვის, მსოფლიო და მათ შორის ქართულ ბაზარზეც უკვე გამოჩნდა WiFi-ის სისტემაზე მომუშავე კონდიციონერი, რომელიც სმარტფონის მეშვეობით მარტივად იმართება. აღნიშნული ტექნოლოგიის ერთ-ერთი ინოვატორი არის კომპანია Chigo, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 180 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 70 000 000-ზე მეტი მომხმარებელი ენდობა.

როგორ განვსაზღვროთ, რა ტიპის კონდიციონერი ესაჭიროება ჩვენს საცხოვრებელ სახლსა თუ კომერციულ ფართს?

გიზიარებთ კონდიცირების სფეროში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის Chigo-ს რეკომენდაციებს:

  • სწორად განვსაზღვროთ სამონტაჟო ფართის კვადრატულობა და ჭერის სიმაღლე;
  • არის თუ არა ჩვენი სივრცე მზიანი;
  • გავითვალისწინოთ ადამიანების რაოდენობა;
  • რა სახის ფილტრია კონდიციონერში გამოყენებული და ავრცელებს თუ არა ის ოთახში ბაქტერიებს. მაგალითად, „ჩიგოს“ მოწყობილობებში გამოყენებულია ჩაის ხის ფოთლებისგან დამზადებული კატეხინის ფილტრი, რომელიც ჰაერს ეფექტურად ასუფთავებს მტვრის ნაწილაკებისგან;

  • კომერციული ფართის შემთხვევაში, იქნება ეს სუპერმარკეტი, რესტორანი, აფთიაქი თუ სხვა, ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად უნდა განისაზღვროს იმ დანადგარების რაოდენობა, რომლებიც თბილს ჰაერს გამოყოფს;
  • კომერციული ობიექტების შემთხვევაში ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად ხშირად იღება კარი;
  • მოჰყვება თუ არა კონდიციონერს სამონტაჟო დეტალები, მაგალითად, სპილენძის მილი, რომელიც შიდა და გარე აგრეგატის მთავარი დამაკავშირებელია და მასში ცირკულირებს ფრეონი. ბევრ კონდიციონერს აღნიშნული მილი არ მოჰყვება, რაც შემდეგ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ეს არის მთავარი ფაქტორები, რაც განაპირობებს, რა სიმძლავრისა და ფუნქციონალების მქონე კონდიცირების სისტემა ესაჭიროება ჩვენს სივრცეს. გარდა ამისა, არსებობს დამატებითი გარემოებები, რომლის შემთხვევაშიც, სპეციფიკური მახასიათებლების მქონე მოწყობილობები უნდა შევარჩიოთ:

  • რაიონში, სადაც ჭარბად არის ნესტიანი ჰაერი და წვიმა, გვესაჭიროება მოდელი, რომელსაც ტენის ამოშრობის ფუნქციაც აქვს

ამგვარი შესაძლებლობა „ჩიგოს“ სპლიტ სისტემის კონდიციონერებს აქვს. ისინი შედგება ორი შიდა და გარე ბლოკისგან, რომლებიც ერთმანეთთან ფრეონსადენი მილით არის დაკავშირებული. გათბობა/გაგრილებასთან ერთად კონდიციონერი საშუალებას გვაძლევს, სივრცე დავიცვათ ნესტისგან, რაც ხშირ შემთხვევაში, არასასიამოვნო სუნის მიზეზიც ხდება ხოლმე.

  • დიდი ფართისთვის რეკომენდებულია ჭერის ან იატაკის კონდიციონერი

იმ შემთხვევაში, თუ შენობაში დაკიდებული ჭერი არ არის, კომერციული ობიექტისთვის გამოწვევა ხდება ხოლმე კასეტური კონდიციონერის მონტაჟი. „ჩიგომ“ შექმნა მისი ალტერნატივა, რომელიციატაკთან ახლოს კედელზე ან ჭერზე მონტაჟდება და აღნიშნული კონსტრუქცია ტემპერატურის თანაბარ განაწილებას უწყობს ხელს. მოწყობილობა გათვლილია დიდი ფართებისთვის, 160 კვ./მ-დან ზემოთ, გამოირჩევა დიდი სიმძლავრითა და მაღალი ეფექტურობით, იმართება პანელური ტაბლოს საშუალებით, რომელიც აგრეგატს კაბელით უკავშირდება.

  • დიდი კომერციული ფართისთვის შეგვიძლია, დასადგმელი კონდიციონერიც გამოვიყენოთ

დასადგმელი, იგივე კოლონური კონდიციონერი იდეალურია დიდ ობიექტებში ჰაერის სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ის გათვლილია ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა რესტორანი, სასტუმრო, კაფე და სხვა.

მსგავსი ტიპის კონდიციონერები შედგება ორი ბლოკისგან ისევე როგორც სპლიტ სისტემა, შიდა და გარე ბლოკი ერთმანეთს ფრეონსადენი მილით უკავშირდება.

  • თუ ზაფხულში აგარაკს ვსტუმრობთ, პორტატული კონდიციონერი კომფორტული გარემოს შექმნაში დაგვეხმარება

„ჩიგოს“ მობილური, იგივე პორტატული კონდიციონერები გამორჩეულია იმით რომ არ სჭირდება გარე ბლოკი, არ მოითხოვს მონტაჟს როგორც სპლიტ და კოლონური ტიპის კონდიციონერები. მოჰყვება მხოლოდ ჰაერის ნაკადის მილი, რომელსაც ოთახის ტემპერატურა გააქვს გარეთ. ბრენდის პორტატული კონდიციონერები მუშაობს არა წყალზე, არამედ კომპრესორზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

კონდიციონერის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს Inverter-ძრავიანი და ON/OFF მოწყობილობები, რომელთა შორის მთავარი განსხვავება, ენერგოეფექტურობაა. „ჩიგოს“ შემთხვევაში, ორივე მათგანი მაღალი ეფექტიანობითა და გამძლეობით ხასიათდება, თუმცა მათ შორის არსებული განსხვავებები საშუალებას გვაძლევს, არჩევანი ჩვენი საჭიროების შესაბამისად გავაკეთოთ.

  • Inverter-ძრავიანი კონდიციონერში გამოყენებულია მიკროპროცესორები, რომელიც აკონტროლებს კომპრესორის ძრავის სიჩქარეს, როგორც კი ოთახში ტემპერატურა შეიცვლება, მოწყობილობა ამცირებს ძრავის სიჩქარეს ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით. ასევე, Inverter-ძრავიანი მოწყობილობები მაღალი სიმძლავრის გამო გამოიყენება მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ზამთარში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა;

  • ON/OFF კონდიციონერი როდესაც მითითებული ტემპერატურის მაქსიმუმს მიაღწევს, გარკვეული დროის შემდეგ ითიშება და ირთვება, რა დროსაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

როგორც აღვნიშნეთ, ორივე მათგანი თანხვედრაშია თანამედროვე მოთხოვნებთან: ეკოლოგიურობასთან, ეფექტიანობასა და გამძლეობასთან. ზემოთ ჩამოთვლილი „ჩიგოს“ კონდიციონერები აღჭურვილია როგორც Inverter, ისე ON/OFF ძრავებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მარტივად მოვარგოთ ისინი ჩვენს სივრცეს.

R