ავტორი:

რუსეთში ინფორმაციის გავრცელებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას ცდილობენ - YouTube-ის შემდეგ ჯერი WhatsApp-სა და Signal-ზე მიდგა

რუსეთში ინფორმაციის გავრცელებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას ცდილობენ - YouTube-ის შემდეგ ჯერი WhatsApp-სა და Signal-ზე მიდგა

რუსეთში ინფორმაციის გვრცელებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას ცდილობენ - YouTube-ის შემდეგ, ჯერი WhatsApp-სა და Signal-ზე მიდგა.

მომხმრებლები წერენ, რომ რუსეთში Signal-ის მესინჯერი უკვე დაბლოკილია. ამის შესახებ ინფორმაცია "რისკომნადზორმაc" გაავრცელა და ეს "საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით“ ახსნა. ამ განმარტების თანახმად, მესინჯერს უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მონაცემთა დაშიფვრაზე.

როგორც გაირკვა, რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვაც იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები: The Moscow Times და "ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი "ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.

წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული "ტამტამის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.

"ჩაატარეს კვლევა, როგორ შექმნან ნორმალური მესენჯერი, რომ ყველაფრის "გაქაჩვა“ შეძლოს და WhatsApp-ს შეედაროს. გადაწყვიტეს საფუძვლად „ტამტამის" აღება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ცნობისთვის, აქამდე YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს.

რუსეთში სიგნალის მესინჯერი დაბლოკილია2024 წლის 9 აგვისტო, 20:51 საათიწაიკითხეთ მოგვიანებითსიახლეებიამის შესახებ Roskomnadzor იტყობინება. ეს აიხსნება „საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით“.

სააგენტომ უკვე დააკისრა მესინჯერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მონაცემთა დაშიფვრაზე.