ავტორი:

დღეს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - როგორია მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი

დღეს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - როგორია მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი ასეთია:

  • 13:30 საათი - გოდერძი ძებისაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -65 კგ
  • 13:30 საათი - გივი მაჭარაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ
  • 13:30 საათი - ირაკლი ჩხეიძე, ძალოსნობა, -102კგ
  • 22:30 საათი - გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ, ფინალი
  • 22:30 საათი - ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +102კგ

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.