ავტორი:

"ყველა ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე... ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ თქვენი გულები მოვიგო" - გივი მაჭარაშვილი

"ყველა ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე... ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ თქვენი გულები მოვიგო" - გივი მაჭარაშვილი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.

  • 27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

"ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ, არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო. ყველა ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე, დანარჩენი ვნახოთ ხვალ" - თქვა მაჭარაშვილმა გამარჯვების შემდეგ "პირველ არხთან" საუბრისას.

ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი აჰმედ ტაჟუდინოვი იქნება. შეხვედრა ხვალ 13:00 საათზე გაიმართება.