„პალიტრა L-ი“ ლიტერატურულ ტურნეს აგრძელებს. ამჯერად, გამომცემლობა ბათუმს ესტუმრება, სადაც მკითხველს თანამედროვე ავტორებთან შეხვედრისა და დისკუსიის, ასევე სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
„პალიტრა L-ის“ ტურნეს მიზანია კითხვის პოპულარიზაცია წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რისთვისაც გამომცემლობა ყოველ ზაფხულს აწყობს ლიტერატურულ ტურნეს მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. ივნისიდან დღემდე „პალიტრა L-ი“ თანამედროვე ავტორებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ესტუმრა და ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო ღონისძიებები მოაწყო. ამასთან, მკითხველს შესაძლებლობა მისცა, ესარგებლა ფასდაკლებით და პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში მაკულატურა წიგნებში გადაეცვალა.
არ გამოტოვოთ ღონისძიებათა სერია ბათუმში, ჩაერთეთ ლიტერატურულ ტურნეში და ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით ბესტსელერ წიგნებზე.
R